საგარანტიო პირობები

MYMOB.GE-ში შეძენილ ყველა ტელეფონზე ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება და მოყვება გარანტია, გარანტიის ხანგრძლივობა განისაზღვრება პროდუქტის ბრენდის მიხედვით

საგარანტიოს პირობების შაბლონის გადმოწერა შეგიძლიათ ამ ლინკზე

APPLE – 1 წლიანი გარანტია

SAMSUNG – 1 წლიანი გარანტია

ONEPLUS – 1 წლიანი გარანტია

GOOGLE – 6 თვიანი გარანტიაგადმოწერეთ ნასყიდობის ხელშეკრულების და საგარანტიოს PDF შაბლონიმუხლი

2. ნასყიდობის საგანი

2.1. ხელშეკრულების საგანია „მაიმობი“ – ის მიერ „მყიდველისათვის“ ამ ხელშეკრულების 2.2. პუნქტითგანსაზღვრული ნივთის გადაცემა, ხოლო „მყიდველის“ მიერ შესაბამისი ფასის გადახდა.

2.2.ნასყიდობის საგანს შეადგენს: MOTOROLA RAZR V3 IMEI:: 111111111111111

2.3. „მყიდველს“ ნასყიდობის საგანი გადაეცემა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ნივთისშესყიდვის შემდგომ, დაუყოვნებლივ /. . . . . 1. . . . . დღის ვადაში.

2.4. მხარები თანხმდებიან რომ საქონლის ღირებულება „მყიდველის“ მიერ გადახდილია ,,მაიმობი’’ – ისათვისმუხლი 3. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

3.1. ,,მაიმობი’’ ვალდებულია:3.1.1.გადასცეს „მყიდველს“ ნასყიდობის საგანი

3.1.2. მიაწოდოს „მყიდველს“ ნასყიდობის საგანთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია.3.1.4. მიაწოდოს „მყიდველს“ ტექნიკურად გამართული ნივთი.

3.2. მყიდველი ვალდებულია:

3.2.1. გადაუხადოს ,,მაიმობი’’ – ს ნასყიდობის ფასი, შეთანხმებულ ვადაში;

3.2.2. ადგილზე შეამოწმოს ნივთის ხარისხი, ნივთობრივი მდგომარეობა და მიიღოს შეძენილი ნივთი..

4.1. ,,მაიმობი’’ პასუხისმგებელია ნასყიდობის საგნის ტექნიკურ ნაკლზე, რომელიც აღმოაჩნდება მას გაყიდვისმომენტიდან თორმეტი (12) თვის განმვალობაში და მის პასუხისმგებლობაში შედის ნივთის შეკეთებისუზრუნველყოფა.

4.2. ,,მაიმობი’’ -ის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება დანართ #1-ში მოცემული პირობებით და ძალაშია დანართ 1-ში წარმოდგენილი საექსპლუატაციო პირობების ზედმიწევნით დაცვის შემთხვევაში.

4.3.1. თანხის დაბრუნება ხდება ნივთის დაბრუნების და სანაცვლოდ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისთაობაზე საჩივრის წამოყენების დღიდან 7 (შვიდი) სამუშაო დღის მანძილზე.

4.4. თუ ნივთის გაყიდვიდან გასულია 24 (ოცდაოთხ) საათზე მეტი და/ან დარღვეულია დანართი#1-ს მიხედვითშეთანხმებული პირობები ,„მყიდველის“ პრეტენზია ნივთის დაბრუნებაზე და გადახდილი თანხის მიღებაზე არმიიღება.

4.5 თუ ნივთს აღენიშნება რამენაირი სახის ფიზიკური ან ვიზუალური დაზიანება, პრეტენზია არ მიიღება.

4.6 ნივთის საგარანტიო ვადის პერიოდში, თვითნებურად დაზიანების შემთხვევაში ,,მაიმობი” უფლებას იტოვებს,უზრუნველყოს ნივთის შეკეთება არაუმეტეს 24 სამუშაო დღის განმავლობაში.

მუხლი 5. ნასყიდობის ფასი და მისი გადახდის წესი

5.1. ნასყიდობის საგნის ფასი შეადგენს. 10000 და ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება წინასწარ, „მყიდველისთვის“ნივთის გადაცემამდე.

5.2. ნასყიდობის ფასის გადახდა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაშიწინამდებარე ხელშეკრულებაში თანხის მიღების დადასტურებით, ხოლო საბანკო გადარიცხვის შემთხვევაშისაგადახდო დავალებით.

5.4. ნასყიდობის ფასის გადახდა ხდება ნაღდი ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით.

მუხლი 6. ხელშეკრულებისძალაში შესვლა

6.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე

რეკომენდაცია/რაზე არ ვრცელდება გარანტია

გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მოწყობილობისთვის თავსებადი SIM-ბარათები, გადაჭრილი SIM-ბარათები აზიანებს და/ან არ მუშაობს სრულყოფილად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ელექტრო მოწყობილობის წყალში/სითხეში მოთავსება რეკომენდებული არ არის. აღნიშნული გაფრთხილება ეხება იმ მოდელებსაც, რომლებზეც მწარმოებელი კომპანია ადასტურებს, რომ არის „წყალგამძლე“.

კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას, წყლის დაზიანების შეთხვევაში, გამოწვეულ ნებისმიერ პრობლემაზე.

გარანტია არ ვრცელდება ელემენტზე (მყიდველს ეძლევა 7 დღიანი სატესტო ვადა ელემენტის შესამოწმებლად)გარანტია არ ვრცელდება, სადენზე, გადამყვანზე, სამუხტ მოწყობილობაზე და სხვა აქსესუარებზე ყიდვიდან 48 საათის შემდეგ.

გარანტია არ ვრცელდება, შეძენის შემდეგ ეკრანზე წარმოშობილ ლაქაზე (ე.წ. ,,სქრინ ბარნი’’ 1) 1 ,,სქრინ ბარნი’’ არის შემთხვევა, როდესაც ეკრანზე დიდი ხნის განმავლობაში არის გამოტანილი ერთი კონკრეტული გამოსახულება, (მაგ. აპლიკაცია, აპლიკაციის მაჩვენებლები, ნავიგაციის ბარი) რის შედეგადაც ეკრანზე ჩნდება ამ გამოსახულების ლაქა.

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება,

თუ: გასულია საგარანტიო ვადა, საგარანტიო ფურცელი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია;

საგარანტიო ფურცელზე მონაცემები, წაშლილი, შეცვლილი ან გადაკეთებულია.

საგარანტიო ფურცელზე არ იკითხება იმეი კოდისაგარანტიო ფურცელზე არსებულ იმეი კოდს არ შეესაბამება მოწყობილობის იმეი კოდი;

მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება;

მოწყობილობა დაშლილია(გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით

დაზიანება გამოწვეულია მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხეების შეღწევით;დაზიანება გამოწვეულია ელ.ქსელის გაუმარათაობით (ძაბვის ცვალებადობით);

SHOPPING CART

close